დაანონსებული აქცია რუსთაველზე - პარლამენტთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა
პარლამენტის მიმდნბარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს პოლიციის უპრეცედენტო ბობილიზებაა.
ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც. ოპოზიციამ რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია, დღეს, 18:00 საათზე დაანონსა.
რაც შეეხება გაერთიანებული კომიტეტების სხდომას, სადაც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო, ოპოზიციონერების გამოძევების შემდეგ უმრავლესობამ სხდომა დაიწყო.