"ოცნების" დეპუტატმა სალომე სამადაშვილს უზრდელი უწოდა
"ოცნების" დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ სალომე სამადაშვილს უზრდელი უწოდა.
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დაიწყო.
რუსული კანონის წარდგენას მომხსენებელი „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ცდილობს.
კომიტეტის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.