კაცს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, მანდატი და პირადობა ჩამოართვეს - ჩხეიძე
ოპოზიციონერი კაცი დეპუტატებს, რომლებიც სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს - ამის შესახებ ნატო ჩხეიძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
ამ დარბაზში იხილება კანონი და ფაქტობრიოვად დარბაზში ვართ ქალი დეპუტატები, ხოლო ოპოზიციონერი მამაკაცი დეპუტატები გაყვანილები არიან პარლამენტის შენობიდან. მაქვს ინფორმაცია, რომ მათ ჩამორთმეული აქვთ მანდატი, ჩამორთმეული აქვთ პირადობის მოწმობა და შესაბამისად, ვერ შემოდიან შენობაში. ეს არის გენდერული დისკრიმინაცია და ამასაც უნდა მიხედვა“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.