"ჩმორები არიან და მივაჩმორებთ ბოლომდე" - ვაშაძე უმრავლესობის დეპუტატებზე
რუსეთის ინტერესების გამტარებელი მშიშარა ნაძირლები უწოდა გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის დეპუტატებს, რომელბიც რუსული კანონს მხარდაჭერას უცხადებენ.
ვაშაძე ამბობს, რომ "ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატები მალე გაიქცევიან რუსეთში და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ და შეთანხმდეს კონკრეტულ გეგმაზე. ამიტომაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხალხს პარლამენტთან შეკრებვისკენ მოუწოდებს.
ვაშაძის განცხადებით რუსული კანონის მხარდამჭერები "ჩმორები არიან და ისინი მალე მიჩმორდებიან".
ესენი არიან მშიშარა, მხდალი ნაძირლები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ. ისინი იმალებიან პოლიციის ზურგს უკან. მე პოლიციელებს ვეუბნები, ესენი გაიქცევიან რუსეთში, როგორც მამალაძე და აბაშაძე გაიქცნენ თავის დროზე. უკრაინის ინტერესების გატარებასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამათ ვეუბნები, ამ უკანონოდავალებებს, რომ ასრულებთ, ბიჭებო თქვენ რას იზამთ? ამიტომ დაანებეთ თავი. ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური, რაც ხდება, ეს სხდომა, რაც ამათმა ჩაატარეს თქვენ ნახეთ ძალის გამოყენებით, სპეცრაზმელების მოყვანით, როგორ გამოგვიყვანეს დარბაზიდან. ყველა სტრატეგია არის ხალხის ძალაში. დღეს უნდა შევთანხმდეთ კონკრეტულ გეგმაზე. დღეს უნდა შევიკრიბოტ და მოვუსმინოთ ერთმანეტს, გელოდებით ყველას.
ხალხს ვერავინ ვერ დაუპირისპირდება, ესენი არიან ჩმორები და ჩვენ მივაჩმორებთ ბოლომდე, ყველა რუსეთუმი არის ჩმორი, პუტინი არის ჩმორი. ჭაობში დაგანადგურებაში მყოფ რუსეთს ეტენებიან. ამათ მოვიშორებთ ძალიან მალე, ამაში ვარ 100%-ით დარწმუნებული, ამაში დღევანდელმა დღემაც დამარწმუნა". - თქვა ვაშაძემ.