"სარკეში მაინც ჩაიხედე, გაუზრდელო" - ხუნდაძე ქალ დეპუტატს
"თავხედი ხარ, ზრდილობა ისწავლე, სარკეში მაინც ჩაიხედე, გაუზრდელო" - ამ სიტყვებით მიმართა ე.წ. ხალხის ძალის ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ქალ დეპუტატს ანი წითლიძეს.
დიმიტრი ხუნდაძის გაღიზიანება იმ განცხადებებს მოჰყვა, რომელიც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა გააკეთეს.
ხელისუფლების ოპონენტები, მესამე სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება თანხმდება, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი რუსულია და ქვეყნის ევროპულ კურსს უქმნის საფრთხეს.