"მე შეიძლება არ გიყვარდეთ, მაგრამ გაერო?"... "ჩვენ აქ სიყვარულზე არ ვსაუბრობთ" - დაპირისპირება პარლამენტში

02.03.23 19:00
"მე შეიძლება არ გიყვარდეთ, მაგრამ გაერო?"... "ჩვენ აქ სიყვარულზე არ ვსაუბრობთ" - დაპირისპირება პარლამენტში

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე  საშიშ კანონპროექტს  აპროტესტებს და ამბობს, რომ ის რუსულის ზუსტი ანალოგია.

"შეიძლება მე არ გიყვარდე და არ ვიყო თქვენთის მნიშვნელოვანი, მაგრამ გაერო, ევროკავშირი? ეს არის რუსული კანონი", - მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს ბურჯანაძემ. 

სახალხო დამცველის მოადგილის ამ ნათქვამს დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა და უპასუხა, რომ "სხდომაზე სიყვარულზე არ საუბრობენ".

"ჩვენ აქ სიყვარულზე კი არ ვსაუბრობთ ის მითხარით, რუსულთან სად არის საერთო და აქვე ჩავასწორებ, მაგრამ ვერ მიკონკრეტებთ", - უპასუხა ხუდნაძემ.

მანამდე გიორგი ბურჯანაძემ დეპუტატებს საქართველოს პარტნიორების განცხადებები შეახსენა, რომლრბიც ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი შეუთავსებელია დემოკრატიასთან

სანამ სიტყვას დავიწყებდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი წავიკითხე და ბოლოს ეს აქტი როგორ მთავრდება იცით? "ვთხოვთ, თანამედროვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, აღიარონ ჩვენი დამოუკიდებლობა" - ისინი არიან ჩვენი სუვერენიტეტის გარანტი და ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ რუსეთისგან და ის ადამიანები, ვისაც თავის დროზე ვთხოვდით, რომ ეღიარებინათ ჩვენი დამოუკიდებლობა, რომლებიც არიან იმის გარანტი, რომ ახლა აქ არ მოდიან და არ გვესვრიან რაღაც-რაღაცებს და ამის შიში აქვთ, ეს ადამიანები გვეუბნებიან რომ ეს კანონი არის შეუთავსებელი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შედეგი რაც გვექნება, გვექნება ის, რაც მოხდა რუსეთში"- თქვა მან. 

ბურჯანაძის თქმით,  კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია: 
 

ცხოვრებაში პირველად ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს და არსებობას საფრთხეს უქმნის - დასძინა სახალხო დამცველის მოადგილემ. 

მსგავსი სიახლეები