"ჩემთვისაც სერიოზული შფოთვის საგანია" - წილოსანი "აგენტების" კანონზე

02.03.23 19:05
"ჩემთვისაც სერიოზული შფოთვის საგანია" - წილოსანი "აგენტების" კანონზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის. 

როგორც უმრავლესობის წევრმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, მისი სურვილია რუსულ კანონპროექტს - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სახელი შეუცვალონ. 

მისივე განცხადებით, სიტყვა "აგენტი" მისთვისაც "გარკვეულ დისკომფორტს და შფოთვის საგანს" წარმოადგენს.

მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე და მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს ამ სფეროში მომუშავე უამრავი მართლა კეთილსინდისიერი ორგანიზაციის და ადამიანის დისკრედიტაცია და დარწმუნებული ვარ, ვისთანაც მქონია კომუნიკაცია, არავის არ უნდა ჰქონდეს გამჭვირვალობასთან და ანგარიშვლდებულებასთან პრობლემა. ამიტომ, ვაყენებ ამ წინადადებას, რომ დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც გარკვეულ დისკომფორტს და სერიოზულ შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსი მიღწეული"- თქვა წილოსანმა. 

მსგავსი სიახლეები