შეშინებულ კაცებზე ცუდი სანახავი არაფერი ყოფილა - ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობის დეპუტატებზე

02.03.23 19:17
შეშინებულ კაცებზე ცუდი სანახავი არაფერი ყოფილა - ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობის დეპუტატებზე

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოშ ბევრი შეშინებული კაცი ნახა. 

ოპოზიციონერი შეშინებულ კაცებში უმრავლესობის წამომადგენლებს გულისმობს.

ანა ნაცვლიშვილი ასევე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ როგორც არ არსებობს ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალა - „ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ისე არ არსებობს ორი განსხვავებული კანონი.

მისი თქმით, კანონი არის ერთი და ეს არის რუსული კანონი. 

ბევრი შეშინებული კაცი ვნახე დღეს. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ შეშინებულ კაცებზე ცუდი სანახავი არაფერი ყოფილა.
კალმიანი და ფურცლიანი ხალხის ეშინიათ, ტვინიანი ხალხის ეშინიათ და ამიტომ უკიდურესად შეზღუდეს დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შემოსვლა პარლამენტში. დეპუტატების ნაწილი ძალით გაათრიეს. სუსი აკონტროლებს ახლა პარლამენტს. ისე როგორც არ არსებობს ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალა - „ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ისე არ არსებობს ორი განსხვავებული კანონი. ეს არის ერთი, რუსული მიზნით დაწერილი კანონი, რომლის მიზანია საქართველოს გასაბჭოება", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

მსგავსი სიახლეები