არა რუსულ კანონს! - აქცია პარლამენტთან

02.03.23 19:52
არა რუსულ კანონს! - აქცია პარლამენტთან

 პროტესტი რუსთაველზე და ხმაურიანი სხდომა პარლამენტში - ეს უკიდურესად დაძაბული დღის კულმინაციაა. ასობით მოქალაქე ამ წუთებში ცენტრალურ გამზირზე დგას და კომიტეტის სხდომის დასრულებამდე  წასვლას არ აპირებს.  არა რუსულ კანონს - ამ მოწოდებამ დღეს  ადამიანები  ქუჩაში ყოველგვარი წინასწარი ორგანიზების გარეშე გამოიყვანა. ერთადაერთი მოთხოვნაა - უარი თქვას "ქართულმა ოცნებამ" ანტისახელმწიფოებრივი კანონის მიღებაზე.  დიდი პროტესტის ფონზე კი "ოცნება" რუსული კანონის განხილვას ჯიუტად მაინც განაგრძობს. 

"102 წლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ საქართველოს მეორედ გასაბჭოება გადაწყვიტა", "დიდი რუსული კედელი საქართველოში არ აშენდება" - ასეთია აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი არა მარტო ქართული ოცნებისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.

 

მსგავსი სიახლეები