"თავში ქვა უხლია, სისულელეებს ლაპარაკობს" - ნანა კაკაბაძე კელი დეგნანზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე კელი დეგნანის წინააღმდეგ.
ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ამერიკის ელჩი სისულელეებს ლაპარაკობს და არავის აინტერესებს მისი ნათქვამი.
"რა თქვა კელი დეგნანმა? თავში ქვა უხლია ყველანაირი კელი დეგნანს. რა თქვა და დღეს სისულელეების მეტი არაფერი არ თქვა. რატომ გიჭირთ იმის თქმა, რომ კი ბატონო, ამერიკას წარმოადგენს, მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობს. რატომ გიჭირთ ამის თქმა, იმიტომ რომ მონურია თქვენი ეს მორჩლება. თქვენი არ არის ღირებულებებზე დაფუძნებული. თქვენ არანაირი ევროპა არ გაინტერესებთ", - თქვა კლაკაბაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.