პარლამენტი სპეცსამსახურების ალყაშია - ბოლო ინფორმაცია ყველაზე ხმაურიანი სხდომიდან
პარლამენტის შენობა ამ დრომდე სამართალდამცავთა ალყაშია - მას შემდეგ რაც 6 საათზე, აქცია დაანონსდა, ძალოვანების გაძლიერებული შემადგენლობები საკანონდებლო ორგანოსთან მობილიზდნენ.
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ სუს-მა მანამდე პარლამენტის შიდა პერიმეტრი გაცილებით ადრე დაიკავა. იმ მომენტიდან, როდესაც კომიტეტის დარბაზთან ვითარება დაიძაბა, შენობაში გაურკვეველი ხალხი გამოჩნდა. მათ არც რაიმე საიდენტიფიკაციო ფორმა ან საბუთები ქონდათ და არც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდნენ. მთავარი მისია, ოპოზიციონერი დეპუტატების განეიტრალება და შენობიდან გათრევა იყო.
რა ხდება ახლა პარლამენტში? - ნანუკა ქაჯაია პარლამენტიდან