რაც პარლამენტში ხდება, კონსტიტუციური გადატრიალებაა, არა რუსულ კანონს! - ნიკა გვარამია
რაც პარლამენტში ხდება, კონსტიტუციური გადატრიალებაა, არა რუსულ კანონს! - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია "ოცნების" მიერ პარლამენტში რუსული კანონის განხილვას.
გვარამია წერილში წერს, რომ ახლა "პუტინისტურ რეჟიმთან ფსევდოკონსტრუქციული კეკლუცის დრო ნამდვილად არაა"!
"დღეს რაც პარლამენტში ხდება, ხელისუფლების უზურპაციისა და ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაციის მიზნით მიმდინარე კონსტიტუციური გადატრიალებაა.
ამ პუტინისტურ რეჟიმთან ფსევდოკონსტრუქციული კეკლუცის დრო ნამდვილად არაა! ამათთვის საქმიანი ატმოსფეროს რეჟიმში "ფუსფუსი" მხოლოდ დემოკრატიის ფასადის შექმნაა. ამ ანტიქართული და ანტიდასავლური რეჟიმისთვის, რაც აძლიერებს და ახანგრძლივებს მხოლოდ მას, აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გვაშორებს დასავლეთს.
ვინც რასაც არ უნდა გვირჩევდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი გადასარჩენია, ამის პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენზეა და წარუმატებელი ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს! სამშობლოს ინტერესი აღმატებულია ყველა ინტერესზე და აქედან უნდა ამოვიდეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას!
არა რუსულ კანონს!
არა რუსულ ხელისუფლებას!, - წერს ნიკა გვარამია.