ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 3 ადამიანი. მათ გადაყვანას ადგილზე შეკრებილების პროტესტი მოჰყვა. მათ პოლიციას კვერცხები დაუშინეს.
პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავთა შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილები პარლამენტის შესასვლელისკენ დაიძრნენ. მოქალაქეები აპირებენ სიცრხვილის კორიდორი მოუწყონ დეპუტატებს, ვინც რუსულ კანონს მხარს უჭერს.