პარლამენტთან 4 პირი დავაკავეთ - შსს

02.03.23 21:51
პარლამენტთან 4 პირი დავაკავეთ - შსს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გომალაურის უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებული.

"ამ დროისათვის დაკავებულია ოთხი პიროვნება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ადგილზე მიმიდინარეობდა აქცია, აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელი ბლოკირებაში. არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ გზის გახსნისკენ, წესრიგისკენ, ვინც არ დაგვემორჩილა, სამართალდამცველებმა შესაბამისად იმოქმედეს.  მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ. 

მსგავსი სიახლეები