პარლამენტთან ისევ ხმაურია - პოლიციამ სტუდენტები და ჟურნალისტი დააკავა

02.03.23 22:21
პარლამენტთან ისევ ხმაურია - პოლიციამ სტუდენტები და ჟურნალისტი დააკავა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელმა დაკავებების სერია განაახლეს.

"ტვ პირველის" კორესპოდენტი მოვლენათა ეპიცენტრიდან იუწყება, რომ პოლიციამ რამდენიმე სტუდენტი ძალის გამოყენებით დააკავა. (დაკავებულთა შორისა  სტუდენტი დავით ჩხობაძე).

"ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ "პუბლიკას" დირექტორი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილიც დააკავა.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, პოლიცია აქტივისტებს ძალის გამოყენებით აკავებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ პოლიციის მანქანაში ჩასვეს სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ნარსიაც. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები