დაპირისპირება პარლამენტთან- აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი დაშავდა

02.03.23 22:29
დაპირისპირება პარლამენტთან- აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი დაშავდა

პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას "ტვ პირველის" ოპერატორი დაშავდა.

ნიკო კოკაიამ ფეხისა და თავის არეში დაზიენებები იმ დროს მიიღო,  როდესაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველ ვიდეოს იღებდა. 

დედაქალაქის ცენტრში სიტუაცია რამდენიმე წუთის წი,  უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიღბიანმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით რამდენიმე აქტივისტი და სტუდენტი დააკავა. 

ირკვევა, რომ დაკავებულთა შორისაა გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილიც. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები