ღრმად შეშფოთებულები ვართ, იმით რაც ხდება, ეს საქართველოს ხელისუფლებას ღია თუ პრივატულ შეხვედრებზე ვუთხარით - ნედ პრაისი
"აგენტების" შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის განხილვაც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, ღრმა შეშფოთებას იწვევს"- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მაღალჩინოსანი არ მალავს, რომ ხახ.დეპი შეშფოთებულია ე.წ. რუსული კანონის შესაძლო შედეგებით.
ნედ პრაისმა პირდაპირ თქვა, რომ მათი პოზიცია ე.წ. რუსულ კანონთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლებას ღია თუ პრივატულ შეხვედრაზე დაუფიქსირეს.
ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ამ კანონის პოტენციური შედეგების გამო - საქართველოში სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის კონტექსტში. ჩვენი აზრი ამ თემაზე ძალიან მარტივია და ეს დავაფიქსირეთ საჯაროდაც და პირად კომუნიკაციაშიც"- განაცხადა პრაისმა.
მისი თქმით, ვინც კანონპროექტს მხარს დაუჭერს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე.
მსგავსი კანონები თავსებადი არ არის ქართველი ხალხის მისწრაფებებთან, რომლისკენაც ისინი ათწლეულებია ილტვიან. ამაზე მოსაზრება ამერიკის შერთებული შტატების გარდა გამოთქვა არაერთმა სხვა პარტნიორმა - ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა"- თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
ნედ პრაისი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პროპაგანდა, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტი აშშ-ის ანალოგია.
მისი განცხადებით, ამერიკული კანონი მხოლოდ უცხო ქვეყნის მთავრობების აგენტებს ეხება: "ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო სექტორს"- დასძინა პრაისმა.