აქცია გომელაურის უწყებასთან - მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტების დაკავებას აპროტესტებენ
მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ჟურნალისტების დაკავებას აპროტესტებენ.
რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას რედაქტორი, ი ზურა ვარდიაშვილიც დააკავეს.
ამასთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გმობს.