"ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე" - პრაისი რუსულ კანონზე

03.03.23 00:17
"ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე" - პრაისი რუსულ კანონზე

"ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე", - ასეთია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ე.წ. რუსულ კანონზე. 

ნედ პრაისი ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან და ეს საქართველოს ხელისუფლებამაც იცის. 

მსგავსი კანონები თავსებადი არ არის ქართველი ხალხის მისწრაფებებთან, რომლისკენაც ისინი ათწლეულებია ილტვიან. ამაზე მოსაზრება ამერიკის შერთებული შტატების გარდა გამოთქვა არაერთმა სხვა პარტნიორმა - ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები