შსს-მ გუშინ 36 ადამიანი დააკავა - ჟურნალისტები მომხდარს იხსენებენ

03.03.23 11:20
შსს-მ გუშინ 36 ადამიანი დააკავა - ჟურნალისტები მომხდარს იხსენებენ

ხელისუფლების დასამსჯელო ოპერაცია - ოფიციალური ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ გუშინ 36 ადამიანი დააკავა. ისინი დიღმის წინასწარი დაკავები იზოლატორში არიან მოთავსებულები. რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ადამიანები ძირითადად ორი მუხლით არიან დაკავებულები : წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთის წინააღმდეგობის გაწევა. 

"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილმა გუშინ საგამოძიებო უწყება ხელწერილის საფუძველზე დატოვა. 

"ტვ პირველი" ოპერატორი ნიკო კოკაია, რომელიც პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დრო დაშავდა, "პირველებტან" მომხდარს იხსენებს. 

მაქვს მარცხენა ფეხის კოჭის ტრავმა. საბედნიეროდ, მოტეხილობა არ გვაქვს და გადავრჩით ამ ყველაფერს, მაგრამ თაბაშირში მაქვს ამ მომენტისთვის ფეხი და, სავარაუდოდ, 2 კვირა მომიწევს ამის ტარება. კულმინაცია, როდესაც იყო, იქ იყო მომენტი, რომ დეპუტატები უნდა გამოსულიყვნენ გარეთ. აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ მოეწყოთ ამ დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორი, როდესაც უცებ დაიწყო პოლიციამ აქტივისტების დაკავება. აი, ამ ჩოჩქოლში და გაწევა-გამოწევაში პოლიციას, რომ უნდა წაეყვანათ ეს აქტივისტები და დაეკავებინათ, მოხდა ისე, რომ ხალხის ნაკადმა ვეღარ გაუძლო ერთმანეთის მიწოლ-მოწოლას, წაიქცა რამდენიმე ადამიანი და ამ რამდენიმე ადამიანში, სამწუხაროდ, მოვყევი მეც, - ამბობს კოკაია. 

"პუბლიკას" რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც ასევე, გუშინ დააკავას, ამბობს, რომ ის, ხელსუფლების მიერ განხორციელებული ქმედება რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი. მისი თქმით, ის ერთი სიტყვის, "მოღალაატების" გამო დააკავეს. 

ადამიანებს, უბრალოდ, ხმის ამოღების ან პოლიციელებთან ახლოს ჩავლის გამო აკავებდნენ, თუ მას სცნობდნენ სახეზე. ამ შემთხვევაში იყო ცნოიბილი "მონა ლიზას" შემთხვევაშიც, როდესაც ჩემმა მეგობარმა ეს ფრაზა, ეს სიტყვები წარმოთქვა, ისიც დააკავეს. ამიტომ, ეს არის რეჟიმის დამახასიათებელი, რომ ადამიანები, ვისაც ცნობენ სახეზე, შეიძლება გარკვეულ აქციებზე ლიდერი იყოს, გამოჩნდეს, ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა, ის აუცილებლად უნდა დააკავონ იმისთვის, რომ საბოლოოდ პროტესტის განეიტრალებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან. "ქართულ ოცნებას" სურს ამ კანონის მიღების პარალელურად, და ზოგადად, ქვეყანაში გაუშვას სიგნალი სხვა პოტენციურად სდაპროტესტოდ განწყობილი მნოქალაქეების მიმართ, რომ თუ თქვენც ჩაერთვებით საპროტესტო წინააღმდეგობის მოძრაობაში, აღმოჩნდებით იმ რეპრესიების ქვეშ, რომელშიც თითოეული ჩვენგანია. იქნება ეს ყადაღა, დაკავება, ჯარიმა, - ამბობს ვარდიაშვილი.

მომხდარს იხსენებს,"მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილიც.

პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შესვლას ვცდილობდით, მაგრამ სამწუხაროდ, იქ მობილიზებული სუსის და უპრეცედენტოდ მობილიზებული სხვა სამართლდამცავი ორგანოების ტანამშრომლების არ გვიშვებდნენ, ამიტომ მთელი დღე ვსკანდირებდით იქ, რომ არ მიეღოთ ეს კანონპროექტი. მე მგონია, რომ მთელი დღის განმავლობაში იქ რომ ვერაფერი მოგვიხერხეს, იმიტმო, რომ ბევრნი ვიყავით, როდესაც კომიტეტის სხდომა დამთავრდა და პარლამენტის დეპუტატები გაიპარნენ სხვადასხვა კარიდან, ისე რომ ჩვენ მათ ვერ შევხვდით და გამოვედით ქუჩაში და გამდოვედით ჩიტაძის ქცაზე, სადაც მასობრივად აკავებდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, ძირითადად, სტუდენტებს, ზურა ვარდიაშვილი და მე ჩვენ და კიდევ ჩვენი კოლეგები დაკავებისას, როდესაც ახალგაზრდა ბიჭს აკავებდნენ, მივედით და პოლიციას ვეკითხებოდით, რატომ აკავებდნენ. ზუსტად ამ დროს, ზურაბ ჩემს თვალწინ თქვა სიტყვა "მოღალატე", ოღონს ეს სიტყვა არ ყოფილა მიმართული ვინმე კონკრეტული პოლიციელის მისამართით. ზუსტად ამ დროს მოვარდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჯა სირაძე გავეშებული სახით და პირდაპირ, "დააკვეთ! წაათრიეთ!" ანუ ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით . ჩემზეც უბრძანა სირაძემ, რომ დააკავეთო. მე ვუთხარი, "შენ სირაძე არ ხარ-თქო? შენ ხარ მოღალატე". მოკლედ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მე არ დამაკავეს, მაგრამ ზურა როდესაც წაიყვანეს, რაღაც მანქანას ელოდებოდა, შემდეგ უკან მოატრიალეს და მთელი ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩატენეს მანქანაში. ყველა ვეუბნებოდით, რომ ის იყო ჟურნალისტი, წარმოადგენა გამოცემა "პუბლიკას", იყო რედაქტორი, იენტიფიცირებული იყო პოლიციელებისთვის, მაგრამ განზრახ მიზანმიმართულად ძალადობნენ და აკავებდნენ მას, - ამბობს მთივლიშვილი. 

რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გასულ  ათობით ადამიანს პოლიცია წუხელ ერთი მეორის მიყოლებთ აკავებდა. აპატიმრებდნენ ყველას, ვინც ამბობდა, რომ რუსული კანონის ამოქმედებას ოკუპირებულ ქვეყანაში  არ დაუშვებდნენ.

"ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, რეპრესიების ღამე მოუწყო ჟურნალისტებსაც. იმისთვის, რომ პარლამენტის შენობა  რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს უსაფრთოდ დაეტოვებინათ,  პოლიციამ მედიის წარმომადგნელეებზე ფიზიკურად იძალადა და  გაანეიტრალა.  დაშავდაა  ტვ პირველის ოპერატორიც. 

მსგავსი სიახლეები