ყველა, ვინც საქართველოს ევროატლანტიკურ გზას მარხავს, კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს - არმაზ ახვლედიანი
პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ანტიკნსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს ყველა პარტია, რომელიც კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგება, კანონზომიერს უწოდებს.
ახვლედიანის თქმით, საქართველოს გზა ერთია და ის ცალსახად ევროატლანტიკურია და ყველა პოლიტიკოსი, ვინც ამ გზას მარხავს, კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს.
ამ განცხადებაში არის აბსოლუტური კანონზომიერება. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც მართალია გააუქმა უკვე "ქართულმა ოცნებამ", მაგრამ ფორმალურად ის არსებობს. კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი გზა, გეზი არის ერთადერთი. ეს არის ევროატლანტიკური მიმართულება. ვინც ამ მიმართულებას მარხავს, პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, უნდა გამოცხადდეს კანონგარეშე, - ამბობს ხავლედიანი.