ზურაბიშვილის განცხადება ცოტა დაგვიანებულია - სერგო ჩიხლაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ანტიკნსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს ყველა პარტია, რომელიც კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგება, დაგვიანებულია.
ოპოზიციის წევრის თქმით, იმას, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილის ამბობს, ოზიცია აქამდეც ამბობდა.
ერთადერთი, ვინც კონსტიტუციას არღვევს და კონსტიტუციაში ჩაწერილ ჩანაწერებს ხევს, ეს არის " ქართული ოცნება". შესაბამისად, მისი ეს განცხადება, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" ეკუთვნოდა, თუმცა ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებები ცოტა დაგვიანებულიც მგონია, იმიტომ რომ მასე ადრე ვამბობდით მთელი ოპოზიციურ-პოლიტიკური სპექტრი იგივეს, ახალი არაფერი უთქვამს მას, - თქვა ჩიხლაძემ.