უახლოეს დღეებში საქართველოს ამერიკელი მაღალჩინოსანი ლუის ბონო ეწვევა

03.03.23 11:52
უახლოეს დღეებში საქართველოს ამერიკელი მაღალჩინოსანი ლუის ბონო ეწვევა

რამდნიმე დღეში საქართველოს ამერიკელი მაღალჩინოსანი ლუის ბონო ეწვევა. სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკეკებში აშშ-ს მთავარი მრჩეველი საქართველოში სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვა. ის ჯერ სომხეთ და აზერბაიჯანს ეწვევა, შემდეგ კი საქართველოშიც ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი  ავრცელებს.

ნედ პრაისის განცხადებით, ლუის ბონო საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება, რომლებსაც დემოკრატიის მნიშნელობაზე გაესაუბრება. 

უახლოეს ხანებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენლის ვიზიტი ნამდვილად მოსალოდნელია რეგიონში. მტავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირაშ ჩავა რეგიონში. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი. ის ეწვეავ სამივე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში . ლუის ბონო აპირებს შეხვდეს ლიდერებს, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენს მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერებიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის ჩავა ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ამ თანმიმდევრობით. ის სამივე ქალაქში ხაზს გაუსვამს, რომ აშშ სამხრეთ-კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემორატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია, - განაცხადა პრაისმა. 

მსგავსი სიახლეები