გაიგზავნება თუ არა სააკაშვილის საქმე სტრასბურგში - რას გადაწყვეტს ექსპრეზიდენტი
გაიგზავნება თუ არა მიხეილ სააკაშილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში? - სააკაშვილის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება მესა ეპრზიდენტზეა დამოკიდებული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა.
არ გაგვაგებინეს, რომ პროცესი იქნებოდა, მხარეები არ მიგვიწვიეს, ყოველგვარი დასწრების გარეშე კაბინეტში ჩაჯდნენ და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. და გვითხრეს, რომ დიახ, არევაძის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც არის კანონის უხეში დარღვევა. მსგავსი ტიპის საქმეებზე, როდესაც ამდენად დიდი რეზონანსი და ინტერესია მთელი მსოფლიოს საზოგადოებიდან, ასე პარტიზანულად გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ევროკონვენციის მე-6 მუხლით არის გათვალისწინებული, წაართვეს სიცოცხლის უფლება და ადგილი აქვს მის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ევროკონვენსიის მე-3 მუხლი.
ვფიქრობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოზე, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ოჯახის წევრებმა" - აცხადებს ხაჭაპურიძე.
სააპელაციო სასამართლლომ საქართველოს მესამე პრეზიდეტნს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება პროცესის ჩატარების გარეშე მიიღო. სხდომათა დარბაზში არ დაუბარებიათ არც სააკშვილის ადვოკატები. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილის თანაშემწემ გადაწყვეტილება შალვა ხაჭაპურიძესს სატელეფონო ზარით შეატყობინა.