"ვითვალისწინებთ მის ფსიქოემოციურ ფონს" - სააკაშვილს მკურნალი ექიმი შეუცვალეს
პროცესების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილს მკურნალი ექიმიც შეეცვალა. ამის შესახებ "ვივა-მედის" კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, მედპერსონალი სწორედ სააკაშვილის სურვილის გათვალისწინებით შეიცვალა, რადგან ვითარებიდან გამომდინარე, პაციენტი და ექიმი ურთიერთთანამშრომლობას ვერ შეძლებდნენ.
ჩხაიძეს იმედი აქვს, რომ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს ამის შემდეგ მაინც გაითვალისწინებს.
"რაც განაცხადა ქალბატონმა თამარმა, რა თქმა უნდა პაციენტი და ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას. ეს იყო პაციენტის ინიციატივა. ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქოემოციურ ფონს, ამიტომ გავთვალისწინეთ მის ეს სურვილი თუ მოთხოვნა და ჩანაცვლდა ახალი ექიმი-თერაპევტით, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება. იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტი ამ შემთხვევაში მაინც, კიდევ უფრო მეტად გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს"- ამბობს ზურაბ ჩხაიძე პირველებთან ინტერვიუში.