დაკავებები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე - წინასწარი დაკავების იზოლატორში გამომძიებლები შევიდნენ

03.03.23 13:15
დაკავებები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე -  წინასწარი დაკავების იზოლატორში გამომძიებლები შევიდნენ

თბილისის, წინასწარი დაკავების იზოლატორში გამომძიებლები შევიდნენ. სპეციალური სამაგამოძიებო სამსახური  აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების საქმეების გამოძიებას იწყებს.

კოკა კაციტაძის  უწყებაში, სავარაუდოდ, გადაცდომებთან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას "პირველებთან" გამომძიებელი ირაკლი კაჭაკჭიშვილი ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. 

"პირველებმა" სამოქალაქო აქტივისტ ნიკა კვიტატიანთან გასაუბრება მოახერხა, რომელიც გუშინდელ აქციაზე იმის გამო დააკვეს, რომ "მონა ლიზას" სკანდირებდა. კვიტატიანი ამბობს, რომ მან და რამდენიმე მომიტინგემ ღამე საპატრულო ავტომობილებშ გაატარეს. 

წუხელ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შსს-მ ჯამში 36 ადამიანი დააკავა.  30-ზე მეტი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების  იზოლტორშია და პროცესის ჩანიშვნას ელოდება. 

მსგავსი სიახლეები