ნედ პრაისმა" რომ თქვას, მზე ამოდის დასავლეთიდანო, დაეთანხმებით? - მაჭარაშვილი
აშშ-ს სახელმწფიო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის კრიტიკულ განცხადებას "ხალხის ძალის" წევრმა კრიტიკითვე უპასუხა. გურამ მაჭარაშვილი, პრაქტიკულად, ამბობს, რომ ნედ პრაისი განცხადებები ყოველთვის სანდო არ არის და საჭირო არ არის მას ყველაფერში დაეთანხმონ.
ეს იქნება სახელმწიფო დეპარტამენტი თუ ევროპარლამენტარი, რომელიც შავზე გეტყვის, რომ თეთრია, ამას არ უნდა დაეთანხმო. ნედ პრაისმა" რომ თქვას, მზე ამოდის დასავლეთიდანო, თქვენ კითხვას დამისვამთ, ბატონო გურამ, ეთანხმებით თუ არა, იმიტომ, რომ "ნეტპრაისმა" თქვაო? აი, ეს არის არასწორი, - თქვა მაჭარაშვილმა.
ნედ პრაისი ამბობს, რომ ყველა, ვინც რუსულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი.