ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს - კალაძე გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს
თბილისის მერი გუშინ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს და ამბობსმ, რომ მისმა ოპონენტებმა ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს.
კახა კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ქმედებებში არანაირი შინაარსი და ლოგიკა არ არის.
ოპოზიციური სპექტრი იმდენად განულებულია. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ დღეს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით. ყველაფერი გაანულეს და ყველაფერი გააუბედურეს. ეს ყვეალფერი თავიანთი ქმედებების გამო. ხომ შეუძლებელია, რომ ყველაფერზე ის დამოკიდებულება იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ. არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. შესაბამისად საზოგადოების მხრიდან იღებენ სესაბამის დამოკიდებულებას", - ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული კანონის განხილვა პარლამენტში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დღის ბოლოს კი პოლიციამ კანონის წინააღმდეგ რუსთაველზე გასულ ადამიანებზე და იძალადა და დედაქალაქის მტავარ მოედანზე 36 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, რომელტა შორის მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ.