"არ დავთმობთ ევროპულ არჩევანს" - "ლელო" "ქართული საზოგადოების წინაააღმდეგობის მოძრაობას" ქმნის
"ლელოს" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ქართული საზოგადოების წინაააღმდეგობის მოძრაობა" იქმნება, რომლის მიზანია საქართველო არ აცდს მისი ისტორიულ არჩევანს და გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ამ მიზნით "ლელო" იწყებს თანამშრომლობას ქართულ საზოგადოებასთან.
ამის შესახებ გაფართოებულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაზემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, "ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალის ყველა აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყოს რუსული კანონის ჩაგდებას.
"რუსული კანონი არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კანონი. ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ მომავალს ჩვენი ევროკავშირთან გაერთიანების თვალსაზრისით. ამის შესახებ ჩვენ გვითხრეს ჩვენმა პარტნიორებმა.
ეს არის რუსული კანონი და ამას ამერიკულ კანონთან არავითარი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ "ოცნება" ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე რამოდენიმე წელია მიგვათრევს რუსეთის ორბიტისკენ და აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ნაწილი.
ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი. ამას არ დაუშვებს ჩვენი გუნდის არცერთიწ არმომადგენელი თქვენთან ერთად. სწორედ ახლა, ევროპული არცევანი არის ეროვნული არჩევანი.
ამიტომ ჩვენ არ დავთმობთ ამ არჩევანს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ოფლით და სისხლით მოიპოვეს. დღეს, როგორც არასდორს არის გაერთიანების დრო. ჩვენ არ ვსაუბრობთ აქ პარტიულ გაერთიანებაზე.
აქვე მინდა დედის დღე მივულოცო ყველა დედას და ვუსურვო, რომ მათ შვილებს ისეთ საქართველოში ეცხოვროთ, სადაც თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი.
მინდა ასევე გითხრათ, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლელთა დედებს დაუჭირეს გუშინ შვილები, ჩვენი იურისტები უკვე მათ დასახმარებლად არიან წასულები და დაეხმარებიან მათ, რომ დროზე გამოვიყვანოთ "ქართული ოცნების" საპყრობილედან.
საქართველოში დღეს არის, როგორც არასდროს, კრიტიკული მომენტი. სად იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ.
შესაბამისად, ჩვენმა პოლიტსაბჭომ მიიღო რიგი გადაწყვეტილებები
- 1. შეიქმნას ქართული საზოგადოების წინაააღმდეგობის მოძრაობა, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
- 2.ამ მიზნით "ლელო" იწყებს თანამშრომლობას ქართულ საზოგადოებასთან, ყველა, საზოგადეობრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლებიც იზიარებენ ამ ამოცანეს და მათი ხედვა მიმართულია იმავე მიზნებისკენ.
- 3. "ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალის ყველა აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყოს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ნორმებში.
- 4. პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობოებთან, რაც ყველაზე მთავარია მოქალაქეებთან, მედია საშუალებებთან და მათ წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს ყველა მოქმედების კოორდინირება.
ახლა არის კოორდინირებული მუშაობის დრო. ახლა გაბუტვების, გვერდზე დგომის, იმასთან დავდგები, ამასტან დავდგები, ამის დრო დამთავრებულია. ჩვენს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, საკმაოდ სერიოზული და დიდი საფრთხე ემუქრება. ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა შეიქმნას ინტენსიეური ჯგუფი , რომელიც იმუშავებს საერთაშორისო ტანამეგობრობასთან დასაქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც კონკრეტულად გავაჟღერებ მოთხოვნებს, რომ ყველა ის ადამიანი,რომელიც ამ კანონს დაუჭერს მხარს, დეპუტატი იქნება თუ ასე შემდეგ, იქნას ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ გატარებული. იმ დღეს, როცა "ოცნება" რუსულ კანონპროექტს სხდომაზე გაიტანს დასამტკიცებლად, ქართველმა ხალხმა, სწორედ იმ 80%-მა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო ძალიან დიდი ხნის წინ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი. სწორედ ეს ხალხი გამოვა და კოორდინირებულადფ, საზოგადოებრივ ძალებთან ერთად დაიწყებს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რათა ჩვენი ხმა, 80% ცჩვენი მოქალაქეების ხმა ზალიან მკაფიოდ და ნათლად დავანახოთ არა მარტო იმ ძალას, იმზალიან პატარა ჯგუფს, რომელსაც უნდა ცვენი ქვეყანა შეიყვანოს უკან, საბჭოთა უკან,კავშირში, არამედ აქეთ ეს ძალა დაანახებს მთელ საქართველოს, მთელ ევროპას, რომ ქართველი ხალხის ხმა არის ევროპისთვის, ქართველი ხალხი იბრძოლებს ბოლომდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება სრულად თავისუფალი, სრულად დამოუკიდებელი და სრულად ერთიანი". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.