მაჭარაშვილი კოლეგების შეურაცხყოფაშია მხილებული - "ხალხის ძალის" ლიდერი ბოდიშის მოხდას არ აპირებს
გურამ მაჭარაშვილი კოლეგების შეურაცხყოფაშია მხილებული. თუმცა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მეტიც, რუსული კანონის ავტორი თავს იმართლებს და ამბობს, რომ ოპონენტებს ძალადობაში აქეთ ადანაშაულებს.
"როდესაც საუბარი არის ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც პირდაპირ, ფიზიკურ ძალადობაზე გადმოდიან, ამავდროულად გადმოდიან ქალებისთუ კაცების შეურაცხყოფაზე, ასევე გადმოდიან იმ სტიგმის მიწებებაზე ნებისმიერი პიროვნების მიმართ, გინებაზე და ა.შ. ბუნებრივია, ეს აღარ გვეხება მხოლდო ჩვენ, ეს ეხება საქართველოს. ამ დროს ვალდებული ხარ შენ, რომ სხდომა ჩაატარო. ამან გამოიწვია ზუსტად, ჩვენი მხრიდან გაღიზიანება. - ამბობს მაჭარაშვილი.
"ხალხის ძალის" ლიდერი, რომელიც რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორია, გუშინ ჟიული შარტავს სახელობის დარბაზიდან მოწინააღმეგე აზრის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფების მტელი კასკადი მიაყენა. მაჭარაშვილის უხერხული სიტყვები კი შემთხვევით, ერთ-ერთი დეპუტატის ლაივ ჩართვის დროს გაისმა.