რუსული კანონის მიღებას მსუსხავი ეფექტი ექნება - Freedom House ხელისუფლებას
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ თუ კანონს მიიღებენ, მას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე მსუსხავი ეფექტი ექნება.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადახედოს აღნიშნულ კანონპროექტს.
"ჩვენ ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოებიდან ბევრის შეშფოთებას, რომ საქართველოს ორი კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, თუ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, მსუსხავი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადახედოს ამ კანონპროექტებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.