"დაკავებულმა ძალადობის ფაქტი უარყო" - გამომძიებელმა დიღმის სამმართველო დატოვა

03.03.23 15:14
"დაკავებულმა ძალადობის ფაქტი უარყო" - გამომძიებელმა დიღმის სამმართველო დატოვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა დიღმის სამმართველო დატოვა. ირაკლი კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ უწყებაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი დაკავებული ნაცემი იყო. ამის მიუხედავად, გამომძიებელი ამტკიცებს, რომ დაკავებულმა მასთან შეხვედრის დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი უარყო.

შეტყობინება შემოვიდა ჩვენთან, აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით. გასაუბრება ჩავატარე ერთ პირთან, რომელმაც უარყო ძალადობის ფაქტი. მიმდინარე რეჟიმში, ყველა შეტყობინებაზე რაც ჩვენთან შემოდის, ტარდება დროული და ეფექტური რეაგირება. თუ არის ჟურნალისტებთან დაკავშირებით ჩვენს სამსახურში შემოსული შეტყობინება, რეაგირებაც მოხდება. მე არ მინახავს, მაგრამ თუ არის გავრცელებული და შემოსული ინფორმაცია რეპორტიორების ტემასთან დაკავშირებით, რეაგირება იქნება, - ამბობს ირაკლი კაჭკაჭიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი დააკავა.  7 მათგანი ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს. 29 პირი ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.  

მსგავსი სიახლეები