მოვუწოდებ ნედ პრაისს, ორმაგი სტანდარტებისგან თავი შეიკავოს - ეკა სეფაშვილი

03.03.23 15:43
მოვუწოდებ ნედ პრაისს, ორმაგი სტანდარტებისგან თავი შეიკავოს - ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მოუწოდებს, ორმაგი სტანდარტებისგან თავი შეიკავოს. ივანიშვიილს დაჯგუფების წევრი ნედ პრაისს სთხოვს, დაასახელოს არუმენტი, რატომ უშლის ხელს მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციას. 

ნედ პრაისს მოვუწოდებდი, უფრო დაწვრილებით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ამ კანონპროექტს. ასევე გაეცნოს ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს საქართელოს მიმართ, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან და დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები, რით უშლის ხელს მეტი გამჭვირვალობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისგან თავი შეიკავოს, - ამბობს ეკა სეფაშვილი.

მსგავსი სიახლეები