"საქართველოს ხელისუფლება კონტროლს ინარჩუნებს" - ასლან ბჟანია "ოცნებას" ქმედებებს უწონებს

03.03.23 15:22
"საქართველოს ხელისუფლება კონტროლს ინარჩუნებს" - ასლან ბჟანია "ოცნებას" ქმედებებს უწონებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას  ქმედებებს უწონებს. ამის შესახებ მან მოსკოვსა და მინსკში გამართული შეხვედრების შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბჟანიას თქმით, "ქართული ოცნება" რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი კონტროლს ინარჩუნებს. 

ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ქრისტეს წიაღში ვართ და არაფერი გვემუქრება. და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიაზე ბომბები და ჭურვები ცვივა.

საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აფხაზეთში არაერთი ცუდი მოვლენის მოწყობას გეგმავს,  - თქვა ბჟანიამ.

მსგავსი სიახლეები