ვინც რუსულ კანონს ხმას აძლევს, პოლიტიკური ნაძირალაა - მანჯგალაძე

03.03.23 15:46
ვინც რუსულ კანონს ხმას აძლევს, პოლიტიკური ნაძირალაა - მანჯგალაძე

 "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ნაძირლებს უწოდებს მათ, ვინც რუსულ კანონს ხმას აძლევს.

მანჯგალაძის თქმით, ახლა საჭიროა სპეცსამსახურებმა გამოააშკარაონ ის პირები, რომლებიც ცდილობენ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებებით, ქართველი საზოგადოების ნაცვლად, უარი თქვან ნატოსა და ევროკავშირზე.

"თავისუფლების მთავარმა გარანტმა, ქართველ ხალხთან ერთად, გვითხრეს, რომ ამ კანონზე ხმის მიცემა ნიშნავს ნატოზე და ევროკავშირზე უარის თქმას. ვინც ამას აკეთებს ჩემთვის არის პოლიტიკური ნაძირალა, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს. ახლა თუ სპეცსამსახურები თავის ადგილზე დგანან, ეროვნულ ინტერესებს იცავენ, უნდა გამოააშკარავონ ვინ, როგორ, რანაირად აკეთებს ამას,"-  აცხადებს მანჯგალაძე

მსგავსი სიახლეები