ჩვენი დაკავებები ნიშანია, რომ ხელისუფლება აგონიაშია - ნიკა ნარსიას წერილი ციხიდან
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია, რომელიც გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავებს, ციხიდან წერილს აგზავნის.
ნარსია წერს, რომ დაკავებები ნიშანია იმის, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ახლა უკომპრომისო ბრძოლის, ქუჩაში გამოსვლის და გამარჯვების დროა.
"დროა უკომპრომისო ბრძოლის, ქუჩაში გამოსვლის და გამარჯვების. ჩვენ ყოველთვის გაძლევთ მაგალითს. ჩვენი დაკავებები ნიშანია, რომ ხელისუფლება აგონიაშია. ამიტომ ერთადერთი გზა გამარჯვების არის ქუჩის ბრძოლა, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი და რაც უფრო ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში, მით უფრო მალე დავასრულებთ ამ რუსებს.
მხნედ და მაგრად ვართ, თქვენი და საქართველოს სიყვარულით.
ახლა ყველას ერთად დგომის და გამარჯვების დროა საქართველოსთვის"- წერს ნარსია.