თსუ-ს სტუდენტები ნიკოლოზ სამხარაძის წინააღმდეგ - ახალგაზრდებმა დეპუტატის საგანზე უარი თქვეს
თსუ-ს სტუდენტები ნიკოლოზ სამხარაძის წინააღმდეგ.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი საუნივერსიტეტო აუდიტორიაში სტუდენტების გარეშე რჩება. სამხარაძეს, რომელიც გუშინ რუსულ კანონს იცავდა, დღეს ახალგაზრდებმა ლექციების ჩატარებაზე უარი უთხრეს.
სტუდენტებმა სამხარაძის საგანი წაშალეს, რადგან ახალაგზრდები ფიქრობენ, რომ მათი ლექტორი ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც ქვეყანაში პუტინისტურ დიქტატურას ამყარებს და სპობს ევროპულ მომავალს.
"საქართველო დადგა ისტორიულ გზაგასაყარზე. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ რუსული კანონით დაამყაროს პუტინისტური დიქტატურა და ამ პროცესებში ერთ-ერთი მთავარი პირი არის ჩვენი ლექტორი, ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ცხადია, სტუდენტების პროტესტი ამასთან დაკავშირებით არის ძალიან მზარდი. ჩვენ კონსოლიდირბულად და ერთიანად გადავწყვიტეთ, რომ პროტესტი გამოვთქვათ მისი პერსონის მიმართ და მის ლექციებს არ დავესწროთ. ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გადახედვას,"- ამბობს სტუდენტი.
ცნობისთვის, ნიკოლოზ სამხარაძე თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში ევროპათმცოდნეობას და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ასწავლის.