"სასამართლოზე იტყვიან, თუ როგორ გაუსწორდნენ" - დაკავებული 36 პირიდან ხუთს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება
დაკავებული 36 პირიდან ხუთს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება. უფლებადამცველების ცნობით, დაზიანებები თვალსაჩინოა. ნაწილს სახის არეში აქვს დაზიანება, ნაწილს კი კიდურებზე.
დაზარალებულები აპირებენ დუმილი დაარღვიონ სასამართლო სხდომაზე და მოსამართლესთან მოყვნენ თუ, როგორ იძალადეს გუშინ ღამით მათზე პოლიციელებმა.
"საგამოძიებო სამსახურიდან გაესაუბრენ რამდენიმე დაკავებულს, მათ განაცხადეს, რომ სურთ უშუალოდ სასამართლო პროცესზე დააფიქსირონ თუ როგორ გაუსწორდნენ მათ. რამდენიმეს სახეზეც ეტყობა დაზიანებები და წვივის არეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხლავე შეუძლია სასამართლო ჩაატაროს, მაგრამ არ ატარებს და ესეც არის დამსჯელობითი მექანიზმი, რომ არ ატარებს სასამართლოს და წელავს იმ უკანონო კანონებით, რაც მათ მიიღეს, რომ შეუძლიათ 48 საათი უკანონოდ ამყოფონ დაკავებულები იზოლატორში. გიორგი პატარაიასთვის ფიზიკური შეურცხყოფა არ მიუყენებიათ. რაც შეეხება დაკავებას, ნიკა კვიტატიანთან ერთად იდგა და მაგიტომ დააკავეს. სრულიადუკანონოდ, თვითიონაც არ იცის რატომ დააკავეს და დაკავების პროცესსი მას აგინებდნენ",- აცხადებს უფლებადამცველი.
ცნობილია, რომ გომელაურის უწყებამ არაპროპორციული ძალები გამოიყენა აქციის მონაწილეების მიმართ. ადგილი ჰქონდა ძალადობას და არაჰუმანურ მოპყრობას. მთელი ღამის განმავლობში ავტომობილებში ჰყავდათ დაკავებული მომიტინგეები და ისინი იზოლატორშიც კი არ გადაუყვანიათ.