თუ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება, წარმოუდგენელია, სასამართლომ სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღოს - ადვოკატი

03.03.23 17:31
თუ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება, წარმოუდგენელია, სასამართლომ სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღოს - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ. სააპელაციო სასამართლოდან მიღებული უარის შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გეგმავენ ადამინის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაჩქარებულ ვადებში მიმართონ. თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც თანხმობას, თავად დაპატიმრებული პრეზიდენტისგან ექნებათ. 

შალვა ხაჭაპურიძე პირდაპირ აცხადებს, რომ თუ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება, წარმოუდგენელია, სასამართლომ სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღოს.

ჯერჯერობით სააკაშვილს და მის ოჯახს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ვადები სამართლებრივად არსებობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას არ ითმენს. ახლა ვზივართ საადვოკატო ჯგუფი და იმ მასალებს ვაანალიზებთ, რაც გავიარეთ. იმ შემთხვევაში, თუ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება, წარმოუდგენელია, რომ სასამართლომ არ მიიღოს სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება. თუ დაჩქარებული წესით განიხილება, შეუძლია ეს 24 საათში გადაწყვიტოს. თუმცა ნავალნის შემთხვევაში 28 დღეში გადაწყვიტა. თუ ძირითად საჩივართან ერთად იგზავნება, იქ სულ სხვა ვადები მოქმედებს". - ამბობს ხაჭაპურიძე.

თავის მხრევ მესამე პრეზიდენტის გადარჩენის გეგმა ბე-ზე მუშაობს მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, რომელიც ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თუ რა გეგმა აქვს მას. 

გეგმა ბე არსებობს, სააკაშვილს დრო არ აქვს ამიტომ, ეს უნდა მოხდეს დღეს ხვალ და ძალიან მალე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კვირა გველოდება წინ", - ამბობს გიორგი ჩალაძე.

 

მსგავსი სიახლეები