რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აქტივისტები აბსურდული მოტივით დააკავეს - არიან ნაცემებიც

03.03.23 20:05
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აქტივისტები აბსურდული მოტივით დააკავეს - არიან ნაცემებიც

დაკავებები "მონა-ლიზას" შეძახილების გამო. ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული პორტრეტის სახელწოდების სკანდირება სამოქალაქო აქტივისტს  პატიმრობის ფასი დაუჯდა. მას  არც კანონი დაურღვევია და არც მართლწესრიგი.

რეპრესიები გასულ ღამეს თბილისში   რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულებს "ქართულმა ოცნებამ" მოუწყო.  აქციაზე  36 ადამიანი  დააკავეს, მათგან უმრავლესობა ამ დრომდე იზოლატორებში რჩება.

დაკავებულები გაოგნებულები არიან, რადგან ამ დრომდე არ იციან, რა დაარღვიეს და რატომ დააკავეს.  ირკვევა,  რომ პოლიციელები მათ  სიტყვიერ და სავრაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. რამდენიმე აქტივისტს სხეულზე დაზიანებების კვალი ამ დრომდე ეტყობა. ვრცელდება ინფორმაცია,რომ ერთი სტუდენტი სასტიკად ნაცემია და მას ექსპერტიზა უტარდება. სადამსჯელო ოპერაციის ფარგლებში კი  შს სამინისტრო მაქსიმალურად აჭიანურებს დროს და დაკავებულების  სასამართლო პროცესს  ამ დრომდე არ ნიშნავს. 

უფრო ვრცლად აქციაზე დაკავებულების შესახებ ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები