სალომე ზურაბიშვილი დეზინფორმაციის მსხვერპლია - სეფაშვილი
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი წევრი, ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი დეზინფორმაციის მსხვერპლია.
ასევე, ის ამბობს, რომ მზად არის პრეზიდენტს დაწვრილებით აუხსნას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ამ კანონპროექტის არსი.
"სალომე ზურაბიშვილს ვუპასუხებ, რომ ვფიქრობ, ის არის დეზინფორმაციის მსხვერპლი. თუ რეალურად უნდა იმ ინფორმაციის გაგება, იმ მოვლენების სიღრმეში ჩახედვა, რაც რეალურად ხდება. თუ რეალურად აინტერესებს რას ნისნავს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, პირადად მე მზად ვარ შევხვდე და დაწვრილებით ავუხსნა ამ კანონპროექტის არსი და გავაცნო ევროპული ინტეგრაციის ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი გვიყენებს ასოცირების შეთანხმებით და გვიყენებს ასევე ევროსაბჭო თავისი სხვადასხვა რეკომენდაციის ფარგლებში" - აცხადებს სეფაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ წერს, რომ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს.