"რუსულ კანონზე პასუხისმგებლობა მის მხარდამჭერებს ეკისრებათ" - აშშ-ს ყვითელი ბარათი "ოცნებას"
კიდევ ერთი ყვითელი ბარათი "ქართულ ოცნებას" - აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღოს ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შემცველი კანონი. ბაიდენის ადმინისტრაცია აანონსებს, რომ პასუხისმგებლობას კანონის მხარდამჭერ ყველა დეპუტატს დააკისრებს.
"ოცნებამ" დღეს დასავლეთიდან კრიტიკის მთელი კასკადი მიიღო. საერთაშორისო პრესის ფურცლები საქართველოში გუშინ განვითარებული მძიმე მოვლენების შესახებ სტატიებით გადაჭრელდა. საქართველოში არსებული ვითარებით შეშფოთებულია "ფრიდომ ჰაუსიც". გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას რუსულ კანონზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე მსუსხავი ეფექტი ექნება.
უფრო ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.