გუშინდელი უმძიმესი მოვლენების შემდეგ ასპარეზზე ისევ "ხალხის ძალაა" - "ოცნება" იმალება

03.03.23 20:35
გუშინდელი უმძიმესი მოვლენების შემდეგ ასპარეზზე ისევ "ხალხის ძალაა" - "ოცნება" იმალება

გურამ მაჭარაშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. დეპუტატი გუშინ ოპოზიციისთვის მის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფებს არ იმჩნევს. უცენზურო სიტყვების შემდეგ მაჭარაშვილი ამბობს, რომ  ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო.

კადრებში ჩანს ასევე კიდევ ერთი რადიკალი, რომელიც დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს ერთ ბოთლ  წყალს თავზე ასხამს.

უმძიმესი მოვლენების შემდეგ  ასპარეზზე ისევ რადიკალები დგანან, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი კი  მიმალვაშია. დღეს   ყველა დეპუტატის კარი დაკეტილი იყო,   საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებიც  და  ავტოპარკიც ცარიელი.  

"ოცნების" ლიდერებმა დამალვის  სერია ჯერ კიდევ გუშინ,  იქამდე დაიწყეს, ვიდრე კომიტეტის ხმაურიანი სხდომა დაიწყებოდა. ფრონტის ხაზზე  რიგითები გაუშვეს:  წილოსანი და ზარქუა. თავად პროცესებიდან სრულად დისტანცირდნენ და შორიდან უყურებდნენ მოვლენების განვითარებას.

უფრო ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟი. 

 

 

მსგავსი სიახლეები