სააკაშვილის ჯანმრთელობის შესასწავლად თბილისში პოლონელი ექიმები ჩამოდიან

03.03.23 20:23
სააკაშვილის ჯანმრთელობის შესასწავლად თბილისში პოლონელი ექიმები ჩამოდიან

ევროკავშირის ელჩების დემარშმა პირველი შედეგი გამოიღო. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად თბილისში პოლონელ ექიმთა ჯგუფი ჩამოდის. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათი დასკვნა კი სააკაშვილის საქმეში შესაძლოა გარდამტეხი იყოს. იმ შემთხვევაში თუ პოლონელი მედიკოსების დიაგნოზიც სასჯელის გადავადების საფუძველი იქნება, საქართველოს ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს. 

სააკაშვილის ადვოკატები კი ევროპულ სასამართლოში გასაგზავნ სარჩელზე უკვე მუშაობენ. არ არის გამორიცხული, სარჩელი სტრასბურგში იმ მუხლით შევიდეს, რომელიც დაუყოვნებლივ განხილვას ითვალისწინებს. ანუ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადება 24 საათში მოუწევს, თუმცა სააკაშვილს სარჩელის გაგზავნაზე თანხმობა ჯერ არ მიუცია. 

პატიმარი პრეზიდენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება.  "ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ადამიანი აღარ იყოს" -  თქვა დღეს "ვივა-მედიდან" გამოსულმა გიული ალასანიამ.

უფრო ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები