"ლელო" რუსული კანონის წინააღმდეგ - პარტია მასშტაბურ აქციებს აანონსებს
გააერთიანებს თუ არა რუსული კანონი ქართულ ოპოზიციას - "ლელო" ოპოზიციურ პარტიებს ძალების კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. "უნდა შეიქმნას ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან" - აცხადებენ "ლელოს" ლიდერები და მზად არიან, მხარი დაუჭირონ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსული კანონის ჩაგდებას შეუწყობს ხელს.
"ლელოს" ინიციცატივაზე სრული კონსენსუსია ოპოზიციის დიდ ნაწილში. პოლიტიკოსები მზად არიან, განსხვავებული შეხედულებები და უთანხმოებები დაივიწყონ და რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
განსხვავებული პოზიცია აქვთ "ევროპულ საქართელოში", სადაც თვლიან, რომ გაერთიანების მიზანი არა აგენტების კანონის ჩაგდება, არამედ რეჟიმის ცვლილება უნდა იყოს.
უფრო ვრცლად "ლელოს" ინიციატივის შესახებ ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.