იუსტიციის სამინისტრო უარყოფს, რომ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვება ელჩების დემარშის საფუძველზე მოხდა
იუსტიციის სამინისტრო უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ელჩების დემარშის საფუძველზე მოხდა
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა.
„გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლონურმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩების დემარშის შემდეგ "ოცნება" თანახმაა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლონელმა ექიმებმა შეამოწმონ