ჭკუა, რომ ჰქონდეთ "ოცნება" მხოლოდ ჩვენს კანონპროექტს უნდა განიხილავდეს - ბექა ლილუაშვილი

04.03.23 13:18
ჭკუა, რომ ჰქონდეთ "ოცნება" მხოლოდ ჩვენს კანონპროექტს უნდა განიხილავდეს - ბექა ლილუაშვილი

"ქართული ოცნება" გახარიას გუნდის წინააღმდეგ.

ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც "პარტია საქართველოსთვის" წევრებმა დამოუკიდებელ დეპუტატ, თეონა აქუბარდიასთან ერთად დაარეგისტრირეს, მმართველი გუნდისთვის იმდენად არასასრუველი აღმოჩნდა, რომ აპირებენ დროებით თაროზე შემოდონ.

ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა.

"ჭკუა, რომ ჰქონდეთ "ოცნება" მხოლოდ ჩვენს კანონპროექტს უნდა განიხილავდეს, თუმცა მათ არ უნდათ, რომ საზოგადოებისთვის ნათლად გამოჩნდეს ის არჩევანი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს ოკუპანტსა და ქვეყნის მეგობრებს შორის. ჩვენ დღეს წერილობით მივმართეთ ბატონ პაპუაშვილს და ოხანაშვილს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი კონსტიტუციური უფლების დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით,"- აცხადებს ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები