ოპოზიციამ სხდომაზე თქვა, რომ თუკი ევროპა იტყვის, ცალ ფეხზეც უნდა დავდგეთ - ვოლსკი რუსულ კანონზე

04.03.23 15:21
ოპოზიციამ სხდომაზე თქვა, რომ თუკი ევროპა იტყვის, ცალ ფეხზეც უნდა დავდგეთ  - ვოლსკი რუსულ კანონზე

"ოცნება" მაინც ჯიუტად აპირებს მხარი დაუჭიროს რუსულ კანონს. გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია და ევროპის დავალებით მოქმედებს ამ პროცესში

ორი ერთი და იგივე მიზნის ოღონდ სხვადასხვა შინაარსის კანონპროექტი დევს მაგიდაზე. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ოპოზიციას გააჩნია დღეს, გამოიკვეთა ამ ცხარე დებატებისა და ფიზიკური დაპირისპირებისას კომიტეტეტის სხდომის მიმდინარე პროცესში. ითქვა, რომ თუკი ევროპა იტყვის, ცალ ფეხზეც უნდა დადგე და რამდენ ხანსაც იტყვიან, იმდენ ხანს უნდა იდგე. რუსეთის ფედრაცაის არანაირი კანონი არ სჭირდება იმისთვის, რათა რეპრესია გაატაროს და რასაკვირველია, რუსეთის ფედრაციის სტატუსი არ შეცვლილა და იგი არის ოკუპანტი ქვეყანა და ახდენს ჩვენი ქვეყნის დიდი ტერიტორიების ოპიპაციას. ეს იმ პარტიების კონკრეტული სუბიექტების ხელშეწყობით მოხდა, რომლებიც დღეს ყველაზემეტად და ძალუმად აქნევენ ევროპულ თუ ევროატლანტიკურ დროშას", - ამბობს გია ვოლსკი.

სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

 

მსგავსი სიახლეები