საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვისთვის ქვიარ აქტივისტების დაკავების საქმე - ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

04.03.23 16:21
საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვისთვის ქვიარ აქტივისტების დაკავების საქმე - ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო მე-13 მუხლის განხილვის საჭიროება არ არსებობს - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 17 მაისს, საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვის გამო ძალის გამოყენებით დაკავებული ქვიარ აქტივისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა. 

ევროსასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს აპლიკანტებისთვუის 2 000 ევროს გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ კომპენსაციის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში უნდა მოხდეს, რასაც კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი გულისხმობს

ქვიარ აქტივისტები 2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, დილის 5 საათზე ორ სხვადასხვა ადგილას, საპატრიარქოსთან და რუსთაველის გამზირზე, დააკავეს. 

აქტივისტებმა ასფალტსა და საპატრიარქოს ღობეზე სტენსილით დახატეს ცისარტყელას დროშა და დაწერეს Fuck Homophobia and Transphobia, რა დროსაც ისინი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები