რა ემუქრება ხინჩეგაშვილს რუსული კანონის მიღების შემთხვევაში - გორის მერის ახალი თავის ტკივილი
გორის მერმა შესაძლოა რუსული კანონის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ახალი ვერსია დამტკიცდება, რომელიც ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.
ენმს- გორის საკრებულოს დეპუტატი ანი ბალიაშვილი ამბობს, რომ ვალდიმერ ხინჩეგაშვილი მერობის პარალელურად, წელიწადში ორჯერ, გარკვეული პერიოდით მასტერკლასებს ამერიკის ერთ-ერთ საჭიდაო სკოლაში ატარებს და ანაზღაურებასაც იღებს. სწორედ ამიტომ თუ კანონს მიიღებენ, ეს ფაქტი, სავარაუდოდ, გახდება იმის საფუძველი, რომ მოჭიდავე მერი “უცხოური გავლენის აგენტად" შერაცხონ.
"ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული რუსული კანონპროექტი დასაწყისშივე ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას გაქრობით და გარდა ამისა, ემუქრება თითოეულ ადამიანს, ამთ შორის თანამდებობის პირებს. ერთ-ერთია გორის მერი, რომელიც მიბმულია უცხოურ დაფინანსებაზე. ის წელიწადში ორჯერ მასტერკლასებს ატარებს ამერიკაში და შესაბამისად, ამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში დაცული არ აღმოჩნდება არავინ". - ამბობს ანი ბალიაშვილი.